ოკუპანტები სევეროდონეცკის 70%-ს აკონტროლებენ – გაიდაი

ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები ქალაქ სევეროდონეცკის 70%-ს აკონტროლებენ.

“მეზობელი ლისიჩანსკი სრულიად უკრაინის კონტროლის ქვეშაა, მაგრამ ლუგანსკის რეგიონის ყველა თავისუფალი დასახლება მუდამ იბომბება”. – თქვა გაიდაიმ.

გაიდაის თქმით, სევეროდონეცკის ქუჩებში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. უკრაინული ჯარების ნაწილმა უკან დაიხია უფრო ხელსაყრელ და წინასწარ მომზადებულ პოზიციებზე, ჯარების ნაწილი კი აგრძელებს ბრძოლას ქალაქის შიგნით.