ოკუპანტებმა დონეცკში სვიატოჰირსკის ლავრა დაბომბეს

დონეცკის ოლქში ოკუპანტებმა სვიატოჰირსკის ყოვლადწმინდის ლავრა დაბომბეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. მონასტერი რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია.

ამ დროისთვის დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

  • “რუსი ბარბაროსების კიდევ ერთი დანაშაული, რომელთათვისაც წმინდა არაფერია”. – წერსუკრაინის არმიის ოფიცერი, იური კოჩევენკო და ლავრის ხანძრის ფოტოს აქვეყნებს.

მონასტერი მდინარე სივერსკი დონეცის მიმდებარედ, კლდეზე მდებარეობს. რუსი სამხედროები მდინარის გადაკვეთას და უკრაინის ჯარის ალყაში მოქცევას ცდილობენ.