ოკუპანტებმა სოფელ კირბალიდან მწყემსი გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა, გორის რაიონის, სოფელ კირბალიდან ადგილობრივი მწყემსი გაიტაცეს. ინფორმაციას ამის შესახებ, ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში ავრცელებს. გატაცებული მწყემსი, ზურაბ დოთიაშვილია.

”გორის რაიონის სოფელ კირბალიდან ახლახანს, დაახლოებით 1 საათის წინ, რუსორკებმა ადგილობრივი მწყემსი, ზურაბ დოთიაშვილი გაიტაცეს.  გატაცება ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოხდა.  რამდენიმე წუთში გატაცების ადგილზე ვიქნებით,” – წერს ქაცარავა.