ოკუპანტებმა სუმის ოლქში უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გარღვევა სცადეს

უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის განცხადებით, დღეს დილით რუსულმა დივერსიულმა ჯგუფმა უკრაინელ მესაზღვრეებს ცეცხლი გაუხსნა და საზღვრის გადაკვეთა სცადა.

“რაშისტები ნაღმტყორცნებიდან, ყუმბარმტყორცნებიდან, ტყვიამფრქვევებიდან და ავტომატებიდან ისროდნენ. რუსული დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფი ცეცხლის ქვეშ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობდა. მესაზღვრეები შეებრძოლნენ დივერსანტებს და აიძულეს, სახელმწიფო საზღვრიდან უკან დაეხიათ”,– წერს უწყება.

სუმის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, საზღვრის გარღვევის მცდელობა დილის 7 საათზე სუმის ოლქში მოხდა.