ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან შეერთების “რეფერენდუმი” 17 ივლისს ჩატარდება

ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ოკუპირებული ცხინვალის რუსეთის ფედერაციასთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა.

მისი მტკიცებით, ეს გადაწყვეტილება “სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის რუსეთთან გაერთიანების ისტორიული სურვილიდან” გამომდინარე მიიღო.

“მომხრე ხართ თუ არა, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის გაერთიანების”, – რეფერენდუმზე ხალხს ამ კითხვას დაუსვამენ.

ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტი პრეზიდენტი 8 მაისს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო შედეგების თანახმად ალან გაგლოევი გახდა. მისი პოზიცია ემთხვევა ანატოლი ბიბილოვისას. გაგლოევის ინაუგურაცია 21 მაისის შემდეგ გაიმართება.