ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 453 ბავშვი დაიღუპა

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 453 ბავშვი დაიღუპა, 877 კი დაშავდა. ამასთან, გენპროკურატურა აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტად ბავშვები დონეცკის ოლქში დაშავდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას, უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად 3126 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, 337 კი მთლიანად განადგურდა.