ომის დაწყებიდან რუსეთში სულ მცირე 12 კომისარიატი დაიწვა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გაერთიანებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყებიდან რუსეთში სულ მცირე 12 კომისარიატი დაიწვა.

მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ოლექსი გრომოვმა თქვა, რომ მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 5 კომისარიატი დაწვეს: როსტოვში, რიაზანში, ვოლგოგრადსა და ომსკში.

რუსეთში კომისარიატებს ძირითადად მოლოტოვის კოქტეილებს ესვრიან. ომის დაწყების შემდეგ მსგავსი რამდენიმე ვიდეოც გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, ამ გზით რუსეთის მოქალაქეები ომში წასვლისგან თავის არიდებას ცდილობენ.