“დღეს, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ძალისხმევით, გაეროს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით, უკრაინის ვიცე-პრემიერთან, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრთან, ირინა ვერეშჩუკთან ერთად ჩვენ ჩავატარეთ ყველაზე რთული ოპერაცია ომის დაწყების შემდეგ. სულ რაღაც ორი კვირის წინ ეს შეუძლებელი ჩანდა და ერთი კვირის წინ – ძალიან საეჭვო.

მაგრამ ჩვენ რწმენა არ დავკარგეთ და ჩვენი საქმე გავაგრძელეთ, რადგან ჩვენი ხალხი ამას ელოდა. სინამდვილეში მათ საკუთარი თვალით ნახეს, როგორ გამოიყურება ნამდვილი ჯოჯოხეთი.

ახლა შემიძლია ვთქვა, რომ აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილობრივი ევაკუაცია წარმატებით დასრულდა. 100-ზე მეტი უკრაინელი, მათ შორის ბავშვები, ქალები და მოხუცები, საბოლოოდ უსაფრთხოდ არიან. რაც წინ გველოდება, არის კიდევ ბევრი სამუშაო და ხალხის გადარჩენა. თუმცა, უკრაინამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არ ტოვებს თავის ხალხს გასაჭირში. თუნდაც ნამდვილ ჯოჯოხეთში”

წერს რადაში მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე, დავით არახამია აზოვსტალიდან 100-მდე უკრაინელის ევაკუაციაზე.