“ოპერაცია შეშა“–სამოქალაქო აქტივისტებმა დაამტკიცეს, რომ სუსი მათ სატელეფონო საუბრებს უსმენს

მოძრაობა “სირცხვილიას“ აქტივისტებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს იმის დასამტკიცებლად, რომ სუსი მათ სატელეფონო საუბრებს უსმენს. მათ ტელეფონზე ისაუბრეს იმის შესახებ, რომ პარლამენტთან შეშის მიტანას აპირებდნენ. სინამდვილეში კი პარლამენტთან მუყაოს ყუთები მიიტანეს. პარლამენტთან მისულ აქტივისტებს იქ პოლიციის და სუსის მობილიზება დახვდათ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე შეშის მიტანისთვის მოძრაობის აქტივისტები დააკავეს და ადმინისტრაციული სასჯელი შეუფარდეს.