ოპოზიციამ და მმართველმა პარტიამ შარლ მიშელის დოკუმენტს პრეზიდენტის რეზიდენციაში ხელი მოაწერეს

რამდენიმე წუთის წინ ე.წ. ისტორიული შეთანხმება შედგა პრეზიდენტის ორბელიანების სასახლეში.  ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე “საქართველოს წინსვლის გზა” ხელი მოაწერა.

დოკუმენტზე ხელმომწერები არიან : “გირჩი, “გირჩი მეტი თავისუფლება”, “მოქალაქეები”, “ლელო”, “რესბუბლიკელები”, “ქართული ოცნება” და ინდივიდუალურად – დავით ბაქრაძე და “ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი.

შეთანხმების ტექსტს ამ ეტაპზე არ უერთდებიან “ნაცმოძრაობა“ და “ევროპული საქართველო“.

ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდა პრეზიდენტი ზურაბიშვილი, ევროკავშირის და აშშ–ს ელჩები საქართველოში, ვიდეოჩართვით კი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.