ოპოზიციასთან იმუშავეთ, რომ თანამშრომლობისთვის საერთო საფუძველი გამონახოთ – სტოლტენბერგი პრემიერს

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრემიერ ღარიბაშვილს საჯაროდ მოუწოდა, გამოეყენოს თავისი პოზიცია დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევის ხელშესაწობად.

“ბატონო პრემიერმინისტრო, ჩვენი ახლო თანამშრომლობა ნიშნავს, რომ ჩვენ თავს არ ვარიდებთ რთულ დისკუსიებსაც. უახლოეს წარსულში პოლიტიკური სიტუაცია შემაშფოთებელია და ჩვენ მოგიწოდებთ, რომ საქართველომ გააძლიეროს დემოკრატიული სტანდარტები, რომელსაც მან მიაღწია უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში.

NATO მხარს უჭერს მედიაციის პროცესს, რომელსაც ევროკავშირი ხელმძღვანელობს. ბატონო პრემიერო, მოგიწოდებთ, ოპოზიციასთან იმუშაოთ, რომ თანამშრომლობისთვის საერთო საფუძველი გამონახოთ. საქართველო ჩვენთვის ნამდვილად ფასეული პარტნიორია და ვაფასებთ პოლიტიკურ პარტნიორობას”,– მიმართა სტოლტენბერგმა ღარიბაშვილს.

მანვე აღნიშნა, რომ NATO მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.