ოპოზიციას წინადადება არ წარმოუდგენია, გვამადლიან პარლამენტში შემოსვლას – კობახიძე

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე აცხადებს, რომ ყველა წინანადება, რომელზეც მხარეები საუბრობენ, ხელისუფლებამ წარადგინა.

“ყველა წინადადება, რომელიც დღეს ასახულია დოკუმენტში, არის ჩვენგან წარმოდგენილი, აბსოლუტურად ყველა. არც ერთი წინადადება არ არის წარმოდგენილი ოპოზიციისგან. ყველა წინადადება უკავშირდება იმას, თუ რას გააკეთებს ხელისუფლება. ერთადერთი ვალდებულება, რასაც იღებს ოპოზიცია, არის პარლამენტში შესვლა და ისიც ძალიან ბუნდოვანი წინადადებაა მათი მხრიდან.

მათ არაფერი წარმოუდგენიათ გარდა იმისა, რომ გვამადლიან პარლამენტში შემოსვლას. ეს არის მათი ერთადერთი შემოთავაზება”,– ამბობს კობახიძე.

ამავე საკითხზე გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე განმარტავს, რომ კრისტიან დენიელსონი მხარეებს თავად სთავაზოს წინადადებებს.

“ეს ფორმატი თვითონ ისეთი არის, რომ ჩენ არ გვაქვს ინფორმაცია ქართული ოცნების შეთავაზებები რა არის. ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ, ეს არის შარლ მიშელის მიერ დატოვებული 6 პუნქტი. ჩვენ რაც გვხვდება იქ ბატონ დანიელსონთან შეხვედრაზე, ეს არის, მისივე განცხადებით, მისი წინადადებები. ანუ, ის არ არის შუამავალი, რომელსაც დააქვს აქედან იქით წინადადებები. ის თვითონ დებს გარკვეულ წინადადებებს და ამ წინადადებებთან მიმართებაში აინტერესებს ჩვენი აზრი”, — განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.