ოპოზიცია გვიმტკიცებდა, რომ არალეგიტიმურია პარლამენტი და საკრებულოები მაგრამ დღეს წამოსკუპუბული არიან – ზარქუა

“ოპოზიცია გვიმტკიცებდა, რომ არალეგიტიმურია პარლამენტი და საკრებულოები, რომელშიც დღეს არიან წამოსკუპუბული”- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„შალიკოც კი შემოდის პარლამენტში, იმდენად დარწმუნდა, რომ სამართლიანი არჩევნები იყო. შესაბამისად, მგონია, რომ ოპოზიცია, მათ შორის, რადიკალურიც მიიღებს მონაწილეობას ამ არჩევაში. კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ერთად აღიარეს, რომ ეს არჩევნები იყო სამართლიანი, სადაც თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება ჰქონდათ მოქალაქეებს,“ – განაცხადა ზარქუამ.