ოპოზიცია კომპრომისებზე არ საუბრობს – ალეკო ელისაშვილი

“მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, ოპოზიციური პარტიების ნაწილისთვის პლებისციტი ან ვადამდელი არჩევნები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სისტემური რეფორმები.

მისი მტკიცებით, ოპოზიცია კომპრომისებზე არ საუბრობს.

“ჩემდა გასაკვირად, არის რიგი პარტიების, რომლებისთვისაც პლებისციტი არის გაცილებით მნიშვნელოვანი, ვიდრე, მაგალითად, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა.

ოპოზიციას თავის შეხედულებები აქვს იმ პუნქტებზე, რაც მოლაპარაკებების მაგიდაზეა, მაგრამ ძირითადი აქცენტი და ყურადღება კეთდება პლებისციტზე ან ვადამდელ არჩევნებზე. ეს არის ბევრი პარტიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.

ოპოზიცია კომპრომისებზე არ საუბრობს”,– ამბობს ელისაშვილი “იმედის” ეთერში.