ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია პარლამენტში – თალაკვაძე პატრიოტთა ალიანსის წევრებზე

“ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია პარლამენტში”,- ასე ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პატრიოტთა ალიანსის 4 წევრის საკანონმდებლო ორგანოში შესვლას.

„ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია პარლამენტში და ისინი მონაწილეობას მიიღებენ ამ მომენტიდან საპარლამენტო საქმიანობაში“, – თქვა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, „პატრიოტთა ალიანსის” სამი წევრის – ფრიდონ ინჯიას, დავით ზილფიმიანის და გელა მიქაძის უფლებამოსილების საკითხზე პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე იმსჯელა და მხარი ერთხმად დაუჭირა.

პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის სიით 4 დეპუტატი შევიდა. ისინი არიან: ფრიდონ ინჯია, დავით ზილფიმიანი, გელა მიქაძე და ავთანდილ ენუქიძე. მათი განცხადებით, პარტიას ტოვებენ და ახალ პოლიტიკურ ძალას – “ევროპელ სოციალისტებს” აფუძნებენ.