ოპოზიციისთვის იყო თვითმიზანი შეთანხმების არ მიღწევა – კობახიძე

“ოპოზიციისთვის იყო თვითმიზანი შეთანხმების არ მიღწევა “- ამის შესახებ, ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“ძალიან საინტერესო პროცესი იყო, იყო წინსვლაც ამ დღეების განმავლობაში, თუმცა სამწუხაროდ, გამართლდა ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით,  როგორც ჩანს, ოპოზიციისთვის იყო თვითმიზანი შეთანხმების არ მიღწევა. ეს გამოიხატა იმაში, რომ დაყენებული იყო ულტიმატუმები, მათ შორის ისეთიც, რომელიც ითვალისწინებდა მაგალითად კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას. ბუნებრივია ასეთი ულტიმატუმები არის აბსოლუტურად მიუღებელი დიალოგის პროცესში.”- განაცხადა კობახიძემ.