ოპოზიციის მთავარი ბრალდება გაცამტვერდა, ბოდიში მოიხადონ – თალაკვაძე ISFED-ზე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სამართლიანი არჩევნების მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, რომელიც არჩევნებზე მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში გამოვლენილ ხარვეზებს შეეხება.

ოცნების ლიდერის თქმით, მოლაპარაკებების რეალობა შეიცვალა, ვინაიდან ოპოზიციის მთავარი ბრალდება, რომ არჩევნები გაყალბებულია – გაცამტვერდა. ის ოპოზიციას მოუწოდებს, ბოდიში მოიხადონ.

“ვფიქრობ, ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” ამ განცხადების შემდეგ მეოთხე პრეზიდენტმა და მთელმა ოპოზიციამაც უნდა მოიხადოს ბოდიში, ვინაიდან ოპოზიციის მთავარი ბრალდება, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა, უსაფუძვლოა. დასტურდება ამ განცხადებით, რომ არჩევნების არანაირი გაყალბება არ ყოფილა და მანდატების რაოდენობა არის ზუსტად ისე გადანაწილებული, როგორც ეს ცესკომ თავის შედეგებში აჩვენა.

რაც შეეხება მოლაპარაკებებს, აქედან გამომდინარე, დღეს მოლაპარაკებების რეალობა მკვეთრად შეიცვალა, ვინაიდან, არ არსებობს ოპოზიციის უკვე მთავარი ბრალდება, ის გაქრა, გაცამტვერდა და აგერ პირდაპირ მთელი საზოგადოების თვალწინ აღმოჩნდა, რომ ეს იყო სიცრუე, შესაბამისად, ის პოზიციები, რასაც აცხადებდნენ და ახმოვანებდნენ ამ რადიკალური თუ პრაგმატული ოპოზიციის წარმომადგენლები მოლაპარაკებებზე, ეფუძნებოდა სწორედ ამას, რომ თითქოს არჩევნები იყო გაყალბებული”-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ რუსთავი 2–ის ეთერში.

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხმების პარალელური დათვლის (PVT) პირველადი, შიდა აუდიტი განახორციელა.

მათი განცხადებით, შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა PVT მეთოდოლოგის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა, თუმცა, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. ორგანიზაციის ცნობით, აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.

ISFED–ის პარალელური დათვლით, ქართულ ოცნებას თავდაპირველად 45.8% ჰქონდა, ხარვეზის გამოსწორების შემდეგ მმართველ პარტიას 47.6% აქვს.

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ხელისუფლებამ ამის შესახებ დიდი ალბათობით ფარული მიყურადებით იცოდა და ოპოზიციის მახეს უგებდა