ოპოზიციის ულტიმატუმი – სააკაშვილის კლინიკაში გადასაყვანად ხელისუფლებას 24-საათი აქვს

ოპოზიციის ულტიმატუმი  “ქართულ ოცნებას” – საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადასაყვანად ხელისუფლებას 24-საათი აქვს. ამის შესახებ, რუსთავის 12-ე პენიტენციურ დაწესებულებასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე, ენმ-ის თაქვჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა. მელია აცხადებს, რომ აღნიშნული მთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ორშაბათს, 8 ნოემბერს, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან და იქ გააცნობს საზოგადოებას სამოქმედო გეგმას.

”ხელისუფლებას ვაძლევთ 24-საათიან ვადას, რომ გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო ჰოსპიტალში. 24 საათი აქვს დრო ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ თუ კიდევ რამე საღი აზრის მარცვალი შერჩენია იქ ვინმეს ხელისუფლებაში, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და გადაიყვანონ იქ, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. თუ 24 საათში ამას არ გააკეთებენ, ჩვენ ორშაბათს, საღამოს რვა საათზე ვიკრიბებით მთელი საქართველო თავისუფლების მოედანზე”, – განაცხადა ნიკა მელიამ.