ორი კაცი რასაც გამოვგლეჯთ აგერ ნახავთ – “მოქალაქეები”

“ორი კაცი რასაც გამოვგლეჯთ აგერ ნახავთ”-  ამის შესახებ, “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში” განაცხადა. მისი თქმით, ქართული ოცნება ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას საერთოდ არ აღიარებს, ხოლო დღევანდელი შეხვედრის დროს, ყველაზე დიდი თანხვედრა მხარეებს შორის საარჩევნო რეფორმაზე იყო.

თუ ოპოზიცია შევა პარლამენტში და ყველა უნდა შევიდეს იმიტომ, რომ 60 ოპოზიციონერი დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში არ ყოფილა, შემდგ მომდევნო ეტაპი, თუ საარჩევნო სისტემას დავამტკიცებთ, სასამართლოსთვის და პროკურატურისთვის უნდა ვიბრძოლოთ. იქაც შევქმნათ კრიზისი, იქაც დავიხმაროთ ელჩები და იქ მივაყენოთ კუთხეში ქართული ოცნება რომ მართლმსაჯულების სისტემა გამოვგლიჯოთ. ასე ვხედავთ ჩვენ ქვეყნის ეტაპობრივ განვითარებას – ამბობს ალეკო ელისაშვილი “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში”.