“ორი ნაცი, ორი ლელო, ორი ევსაქი, ალეკო და შალვა“– როგორ წარმოუდგენია დავით ბერძენიშვილს თბილისში მაჟორიტარების განაწილება

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, დავით ბერძენიშვილი თვლის, რომ ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებამ, თბილისის 8 ოლქიდან მაჟორიტარი მხოლოდ ორში დააყენოს, დანარჩენები კი ოპოზიციას დაუთმოს, ოპოზიციის გამარჯვებისთვის კარგი პირობები შექმნა. დავით ბერძენიშვილი თბილისის ოლქებში ოპოზიციური კანდიდატების გადანაწილების მისეულ ვარიანტზეც საუბრობს:

“წუხელ თბილისში კონკურენტუნარიან ოპოზიციონერ მაჟორიტარებზე შეთანხმების საუკეთესო პირობები შეიქმნა: ნაციონალები 2 ოლქით შემოიფარგლნენ( არავინ ეცილებოდა 3 ოლქს), რითიც გაზარდეს ლელოს და ალეკო ელისაშვილის საერთოოპოზიციურ რვიანში ყოფნის შესაძლებლობა.
ლელოს ლიდერთა გუშინდელი განცხადებებიც დამაიმედებელია…როგორც ჩანს, ისინიც მზად არიან, თბილისში შეთანხებულ მაჟორიტართა სისტემაში სრულფასოვნად შევიდნენ.
თითოეული პარტიის მთავარი, კონკურენტუნარიანი, არაკონფრონტაციული ფიგურებით დაკომპლექტებული.

“ჩემი გუნდი” ასე გამოიყურება ამჟამად: ორი ნაცი, ორი ლელო, ორი ევსაქი, ალეკო და შალვა.
ეს ხუთპარტიული, სოლიდური, ერთმანეთთან თავსებადი კანდიდატებით დაკომპლექტებული გუნდი ნამდვილად იქნებოდა სხვადასხვა ფლანგის ოპოზიციური რვიანი.
P.S. ნაცებს გლდანს და სამგორს არც არავინ ეცილება. დანარჩენი ექვსი სხვანაირადაც შეიძლება დალაგდეს, ცხადია. მე მხოლოდ ჩემი ვერსია გავაჟღერე..თუ გნებავთ, ჩათვალეთ, რომ ასე მოკრძალებულად შევთავაზე განსახილველად დიალოგში მონაწილეობის მსურველ პარტიებს.“– ამბობს დავით ბერძენიშვილი.