ორშაბათიდან ვაქცინაცია იწყება – სად და როგორ გადანაწილდება ამცრელი ცენტრები

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია შემოვიდა.ვაქცინაციის პროცესი პირველ ეტაპზე 29 ცენტრში დაიწყება და კვირის განმავლობაში ახალი ამცრელი პუნქტები დაემატება.

თბილისში 10 ამცრელი ცენტრი იქნება, რეგიონებში კი ასე გადანაწილდა:

  • ქუთაისში – 4
  • ბათუში – 4
  • რუსთავში – 2
  • ზუგდიდში – 2
  • რეგიონალურ ცენტრებში – თითო.

„დღეს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი და მოვლენა, საქართველოში შემოვიდა „კოვაქს“ პლატფორმის მხრიდან „ასტრაზენეკას“ ვაქცინა. დღესდღესობით ჩვენ ხელმისაწვდომი გვაქვს 43 200 ვაქცინა, რომელიც საქართველოს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო გეგმის მიხედვით განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისთვის.დღესდღეობით დარეგისტრირებულია 64 ათას 51 ადამიანი, რომელთაგანაც 54 ათასი ადამიანი ექვემდებარება ვაქცინაციას. გამომდინარე იქიდან, რომ ექიმები წარმოადგენენ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთლობისთვის ზრუნვაში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ სეგმენტს, რა თქმა უნდა, ამ ვაქცინების ნაწილი განკუთვნილია სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციისთვის.

დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვაქცინაციის და გეგმის მიხედვით, საქართველოში შერჩეულია 82 დაწესებულება, სადაც 15 მარტიდან დაიწყება ვაქცინაციის პროცესი.

ყველა დაწესებულებაში ჩატარებულია შესაბამისი ტრენინგი, შემოწმებულია ის შესაბამისი აღჭურვილოებები, რომელიც უზრუნველყოფებს ვაქცინაციის უსაფრთხო ტრანსპორტირებას და განთავსებას. ეს პროცესი დაავადებათა კონტროლის მონიტრონგის ქვეშ არის“,-აცხადებს ტიკარაძე.