ოსკაროსანმა მსახიობმა ჰომოფობიური განწყობების გამო სვანეთში გადაღება გააუქმა – ჭყონია

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის დამფუძნებელი, სოფო ჭყონია აცხადებს, რომ ოსკაროსანმა მსახიობმა სვანეთში დაგეგმილი გადაღება ქვეყანაში არსებული ჰომოფობიური განწყობების გამო გააუქმა.

მისი თქმით, ქვეყნის იმიჯი დაიზიანდა.

“მოლაპარაკება, რომ დიდი სარეკლამო კამპანია სვანეთში დაეწყოთ და აქ გადაეღოთ ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე მიმდინარეობდა და აგვისტოში უკვე გადაღება უნდა შემდგარიყო. სამწუხაროდ ვერ ვასახელებ ამ ვარსკვლავის სახელს, მაგრამ ოსკარი აქვს ამ მსახიობს აღებული, მათგან რომ იღებ წერილს, რომ ჰომოფობიური განწყობების გამო საქართველოში ვერ ჩამოვალთ, რადგან თავს დაზღვეულად ვერ ვგრძნობთ, ეს ქვეყნის იმიჯია უპირველესად. მარტო ჰომოფობიაზე ხომ არ არის საუბარი, ზოგადად ქვეყნის იმიჯი საგრძნობლად დაზიანდა”,-ამბობს სოფო ჭყონია.

ცნობისთვის, “საერთაშორისო სოციალური კვლევის პროგრამის“, ISSP-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველო ევროპაში ყველაზე ჰომოფობიური ქვეყნაა.