ოქრუაშვილის, მელიას, გვარამიას და უგულავას პროცესები გადაიდო

ირაკლი ოქრუაშვილის, ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას, ასევე გიგი უგულავასთან დაკავშირებული საქმეების სასამართლო პროცესები, რომელთა განხილვაც მომდევნო კვირას უნდა განახლებულიყო, კვლავ გადაიდო.

სასამართლო პროცესების განახლების შეტყობინება მათ გუშინ, 1-ლ დეკემბერს მიუვიდათ, გადადების შესახებ კი დღეს, 2 დეკემბერს.

მიზეზად კორონავირუსი დასახელდა.