“ოცნებამ“ სიის პირველ ნომრად და პრემიერობის კანდიდატად გიორგი გახარია დაასახელა

ქართული ოცნების საპარლამენტო სიის ოცეული ცნობილია. სიის პრეზენტაციის ღონისძიება მთაწმინდის პარკში, ფუნიკულიორის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. პარტიის ლიდერებთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. შეკრებილებს სიტყვით მიმართეს ბიძინა ივანიშვილმა და კახა კალაძემ, რის შემდეგაც სიის პირველი ოცეული ირაკლი კობახიძემ წარადგინა.

“არ ვასახელებ პრემიერ მინისტრობის კანდიდატს, ვასახელებთ მომავალ პრემიერ მინისტრს“ – განაცხადა კობახიძემ. გიორგი გახარია ქართული ოცნების სიის პირველი ნომერიც იქნება.