ოცნება ნაკლებად პროევროპულია, შეთანხმების დატოვებას გავლენა ექნება – კორტნი

ოცნება ნაკლებად პროევროპულია,შეთანხმების დატოვებას გავლენა ექნება – ასე ეხმაურება აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების დატოვებას.

”19 აპრილის შეთანხმების დატოვებას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება. ვგულისხმობ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების და ერთ დღეს შესაძლო გაწევრიანებისკენ სწრაფვას. პოლიტიკური სიტუაცია უფრო პოლარიზებული გახდა. ზოგი ადამიანი მეტად პროევროპულია, ზოგი – ნაკლებად. ახლა აღმოჩნდა, რომ ქართული ოცნება ნაკლებად პროევროპულია, ვიდრე ზოგი სხვა პარტია. რადგან ეს შეთანხმება ევროკავშირის ჩართულობით შედგა, ბრიუსელი ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი აქტორია. ევროკავშირიც და აშშ-ც ელის, რომ ქართველები თვითონ მოაგვარებენ საკუთარ პრობლემებს.” -ამბობს კორტნი.