“ოცნება” ჩამონგრეულია, როგორც ლარია გაუფასურებული – გოცირიძე

„ქართული ოცნება“  ჩამოძონძილ, ჩამონგრეულია, როგორც ლარი არის გაუფასურებული, გაცვეთილი და დევალვირებული, ასეთ მდგომარეობაში იმყოფება „ქართული ოცნებაც“, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა.

“გუშინ ნიკა მელიასთან მომხდარი აღმაშფოთებელი ფაქტისას შეიძლება, დაზიანებულიყვნენ შეკრებაზე მყოფი ადამიანები, მათ შორის, ბავშვები, ისევე როგორც თავდადხმისას ბოლნისში. ეს იმის მაჩვენებელია, რომ „ქართული ოცნება“ აპირებს კვლავ გამოიყენოს ის მეთოდები, რასაც აქამდე იყენებდა და ბოლოს კულმინაცია იქნება ამ მოკრიმინალო ელემენტების თავშეყრა საარჩევნო უბნებთან. ჩვენ ვაფრთხილებთ, რომ არ არის ის დრო, როდესაც ეს გასდიოდათ. არ არის „ქართული ოცნება“, თუნდაც 2016 წლის „ქართული ოცნება“- ჩამოძონძილ ჩამონგრეულია, როგორც ლარი არის გაუფასურებული, გაცვეთილი და დევალვირებული, ასეთ მდგომარეობაში იმყოფება „ქართული ოცნებაც“ და ნუ ჰგონიათ, რომ მათ აქვთ ის რესურსი, რომ გაიტანენ თავისას. არ აპატიებს ხალხი, არავინ აპატიებს, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. თუ დარღვევებოთ ჩატარდა ეს არჩევნები, მის შედეგებს არავინ არ აღიარებს.

ამიტომ ვაფრთხილებთ, შეიკავონ ამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში თავი ყველა იმ მეთოდებისგან, მათ შორის, ძალადობრივი ქმედებებისგან, რასაც ისინი ჩადიოდნენ. შემოუბრუნდებათ უკან. უნდა იყოს სასწრაფოდ გამოძიებული ყველა ფაქტი. დაუსჯელობის სინდრომი არის წამახალისებელი ამ ქმედებებისა. უნდა შეწყდეს საარჩევნო პროცესში ძალადობა და ამ ძალადობას ძალიან კარგად ხედავს ხალხი და იმას თუ ვინ არის ამ ძალადობის წამახალისებელი,“, – განაცხადა გოცირიძემ.