“ოცნების” დეპუტატები მიზიან წინ, მეილზე მიიღეს კითხვები, ალუდა რას იკითხავს წინასწარ ვიცი – ანა წითლიძე

ენმ–ის წევრი, ანა წითლიძე აცხადებს, რომ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზ,  სადაც სახალხო დამცველობის კანდიდატებს უსმენენ, “ქართული ოცნების” დეპუტატებმა, ვორდის ფაილით მიიღეს კითხვები რომლებიც უნდა დასვან.

”სახალხო დამცველის კანდიდატების მოსმენა არის. ანა აბაშიძეს ვუსმენთ. ქართული ოცნების დეპუტატები მიზიან წინ, მეილზე, ვორდის ფაილით მიიღეს კითხვები) მათიკაშვილმა რაც დასვა წინასწარ ვიცოდი) ალუდა რას იკითხავს ეგეც ვიცი.. ფრჩხილებში რომ უწერია)) ” – წერს ანა წითლიძე.