“ოცნების” პოლიტიკა პანდემიის მართვაში არის კვერის დაკვრა ანტივაქსერებისთვის – კალოიანი

,სამწუხაროდ, ყოველდღიურად ვამყარებთ ანტირეკორდებს პანდემიის მართვაში. ახლა ერთ-ერთი ლიდერები ვართ გარდაცვალების მხრივ. სამწუხაროდ, ეს დინამიკა არ შეწყდება. არ შემცირდება არც ინფიცირებულთა და არც გარდაცვლილთა რაოდენობა მანამ, სანამ ხელისუფლება არ დაანებებს თავს პოპულისტურ, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების მიღებას პანდემიის მართვასთან დაკავშირებით.

სასწრაფოდ არის გადასადგმელი რამდენიმე ნაბიჯი, რომელსაც „ევროპული საქართველო“ ჯერ კიდევ მარტიდან მოუწოდებდა ხელისუფლებას: პირველი, ეს არის ძალიან აქტიური საინფორმაციო კამპანია, მეორე, ეს არის სავალდებულო ტესტირება ან სავალდებულო ვაქცინაცია ეპიდემიოლოგიურად ძალიან მაღალ რისკ ჯგუფებში, მობილური ჯგუფების მობილიზება და ვაქცინების მიტანა მაქსიმალურად ახლოს მოქალაქეებთან და მიზანმიმართული საგანმანათლებლო კამპანია.

როგორც ჩანს, პრემიერი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნება“ ანტივაქსერებთან უფრო გრძნობს სულიერ სიახლოვეს, ვიდრე თანამედროვე მედიცინის ძირითად პრინციპებთან, ამიტომ მთელი მისი პოლიტიკა, „ქართული ოცნების” პოლიტიკა ეპიდემიის მართვაში, არის ერთგვარი კვერის დაკვრა და სიამოვნება ანტივაქსერული, აგრესიული ჯგუფებისა, რის ფასსაც ვიხდით ჩვენ ყოველდღიურად 80 ადამიანის გარდაცვალებით და უამრავი ინფიცირებულით”

ამბობს ევროპული საქართველოს წევრი, ექიმი ვახტანგ კალოიანი.