“ოცნების“ სიაში არ ვიქნები – საკმარისია, უნდა იცოდე მოსვლაც და წასვლაც – ქანთარია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ თავად მან და „ქართული ოცნების“ გუნდმა მისი გუნდში დარჩენის აუცილებლობა ვერ დაინახეს.

„საკმარისია, უნდა იცოდე მოსვლაც, უნდა იცოდე წასვლაც. ამიტომ 8 წელი ჩემთვის ამ გარემოში ყოფნა უკვე აბსოლუტურად საკმარისია და ვფიქრობ, რომ ახლა უნდა მოვიდნენ ახალი ძალები, ენერგიული, მოტივირებული.

თუ ამას შევატყობდი და გუნდიც შეატყობდა, რომ ჩემი ყოფნის ძალიან დიდი აუცილებლობაა გუნდისთვის, რასაკვირველია მე მაშინ ვიქნებოდი, მაგრამ ასეთი აუცილებლობა არ უნდა დამდგარირო და არც დამდგარა და ამდენად აბსოლუტურად სუფთა სინდისით მე ამ სიაში არ ვიქნები,“- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

მისივე თქმით, “გარდავალი აუცილებლობაა”, რომ ქართული ოცნება ხელისუფლებაში მესამე ვადითაც მოვიდეს.

„გარემო არის სწორედ ისეთი, რომ გადავხედოთ, რა ტყუილების კამპანიაც მიდის, ფაქტობრივად, როგორი დასახიჩრებულია თვითონ ნებისმიერი ოპოზიციური ჯგუფი თავისი წარსულით, თავისი მავნებლობით, გაყოფით. ერთმანეთს ახლა ვითომ არ ცნობენ, წარმოგიდგენიათ?! ახლა სააკაშვილს არ ცნობს სააკაშვილის მიერ დაბადებული ხალხი. ეს ყველაფერი იცის საზოგადოებამ, საზოგადოება დღეს პოლიტიკურ სპექტრზე ათი თავით მაღლა დგას“,- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.