ოცნების ტონალობა სრულიად განსხვავებულია იმისგან, რასაც საჯაროდ ვისმენთ – ჯაფარიძე

გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის დასრულების შემდეგ ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს ხვალ იქნება.

მისი თქმით, ქართული ოცნების ტონალობა მოლაპარაკებებზე სრულიად განსხვავებულია, ვიდრე საჯარო განცხადებებში.

“განსხვავებულ ფორმატში, ერთად, ჩვენ და ქართული ოცნების წარმომადგენლები გავდიოდით იგივე პუნქტებს რაც დატოვა შარლ მიშელმა. რაღაც პუნქტების ნაწილი გავიარეთ. ხვალ იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა ალბათ. ჯერ არაფერი დასრულებული არ არის, ყველაფერი წინ არის.

ქართული ოცნების ტონალობა სრულიად განსხვავებულია იმისგან, რასაც ჩვენ ვისმენთ საჯარო განცხადებებში, მაგალითად ირაკლი კობახიძის მხრიდან. სხვა ტონალობით საუბრობენ”,– განაცხადა ჯაფარიძემ.