“ქართული ოცნების” წევრებმა ლელოს აქტივისტები სცემეს

ქობულეთში “ქართული ოცნების”  წევრებმა “ლელოს” წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც “ლელო” აცხადებს, მმართველი გუნდის წევრებმა მათ მოსახლეობასთან შეხვედრის უფლება არ მისცეს და სცემეს. დაპირისპირება ქობულეთის ბაზრის შესასვლელთან მოხდა, სადაც ბაზრის მფლობელი რამდენიმე დღეა, ლელოს აქტივისტებს სააგიტაციო მასალის დასარიგებლად ადგილზე არ უშვებს ლელოს აქტივისტებს.

ლელოს ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი კუპრაძის თქმით, “ოცნება” წინასაარჩევნოდ ძალადობრივ მეთოდებს იყენებს.

“ერთსაათიანი ხმაურიანი დაპირისპირების განმავლობაში საპატრულო პოლიცია არც კი გამოჩენილა. ივანიშვილი ცდილობს, დაიმონოს ყველა ინსტიტუტი და სრულიად კერძო სექტორი, რომელსაც ართმევს განვითარების და თავისუფალი არსებობის საშუალებას. სამწუხაროა, ზრდასრული ადამიანების ხილვა, რომლებიც არიან ივანიშვილის მსხვერპლი და ხმამაღლა აიძულებენ, გაიძახონ, რომ ბიძინას კაცია”, -აცხადებს ლელოს ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიირაკლი კუპრაძე.