“ის, რასაც ქართული ოცნება აკეთებს, ძალიან ჰგავს საომარი მოქმედებების ტაქტიკას, თავისი პროპაგანდისტული საინფორმაციო, საარტირელიო მომზადებით და პოზიციური მანევრირებით.

ვფიქრობ, ამ ტაქტიკის ნაწილია მთელი ყურადღების გადატანა ზუგდიდზე, რათა გადაიფაროს და ყურადღების გადატანა მოხდეს იმ გადამწყვეტი პროცესიდან, რაც თბილისში მიმდინარეობს.

განსაკუთრებით ოპოზიციის კონსოლიდაციის პირობებში პოზიტიური დღის წესრიგის წარმოდგენისთვის ხელშეშლა არის ამოცანა.
ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ძალაუფლების ბედი თბილისში წყდება…”

წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი Facebook-ზე. ცნობისთვის, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, გორში, გდდ-ს ბაზაზე მთელი საქართველოს სპეცრაზმის და კრიმპოლის მობილიზება ხდება, სამეგრელოში “იარაღის საწყობს აღმოაჩენენ” და “სახელმწიფო გადატრიალებას აღკვეთენ”.