ოჯახებში დაძრწიან, ქრთამს გვთავაზობენ კობახიძის ტიპები, ჩემთანაც მოვიდნენ – ჩარკვიანი

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ–ერთი ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ქართული ოცნება ოპოზიონერების ოჯახში “დაძრწის” და პოლიტიკოსებიც გადაბირებას ცდილობს.

“ოჯახებში დაძრწიან უკვე კობახიძის ტიპები და არამხოლოდ… გადასაბირებლად. ყველა ჩვენი მისამართით, მაგალითად ჩემი მისამართით, პირდაპირ ეთერში ვამბობ. ჩემთან მოდიან ოჯახში. გარიგებას გვთავაზობენ. ჯერ კიდევ 3 კვირის წინ იყო ეს შემთხვევა. გარიგებაზეა საუბარი, ამაზე დიდი დანაშაული რა არის, ვიდრე ქრთამის, ფულის შემოთავაზება?”,– ამბობს თაკო ჩარკვიანი ტვ პირველის ეთერში.

მისივე განცხადებით, კობახიძის სახელით ფულს მასაც სთავაზობდნენ.

“ყველანაირ გარიგებაზე მოდიან, გინადგურებენ ბიზნესს, გბლოკავენ, ყველაფერს აკეთებენ აბსოლუტურად. ოპოზიციაში რომ ვიყავი ყოფილი ხელისუფლების დროს, ჩვენი ბიზნესი რაღაცნაირად მოქმედებდა, წარმოებაში იყო, ახლა როგორც კი შეიტყობენ, რომ შენი ოჯახის წევრი [ოპოზიციონერია], ყველაფერს გიბლოკავენ”,– თქვა ჩარკვიანმა.