პაატა იმნაძე პირდაპირ ეთერში აიცრა – ქვეყანაში ვაქცინაცია დაიწყო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა პირდაპირ გაიკეთა.

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან დღეიდან იწყება ეპიდემიის დასრულების დასაწყისი. ყველამ კარგად უნდა გავითავისოთ, რომ ვაქცინა არის ერთადერთი გზა ეპიდემიის დასამარცხებლად. ამიტომ მე მინდა ჩემს ყველა კოლეგას, თითოეულ თანამოქალაქეს მოვუწოდო – იმისთვის, რომ დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს, აუცილებელია რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას. ხედავთ, რომ არაფერია საშიში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ აცრის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან დაიწყო.