“პანდემიის დროს ბევრი რაღაც ვერ ხორციელდებოდა ისე, როგორც უნდა განხორციელდეს” – კუჭავას პასუხი TI-ს

“პანდემიის დროს ბევრი რაღაც ვერ ხორციელდებოდა ისე, როგორც უნდა განხორციელდეს”- ასე გამოეხმაურა, პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა არასამთავრობო ორგანიზაცია, “საერთაშორისო გამჭვირვალობის” კვლევას.

“პანდემიის დროს ბევრი რაღაც ვერ ხორციელდებოდა ისე, როგორც უნდა განხორციელდეს. პარლამენტი გარკვეული დროის განმავლობაში დისტანციურ მუშაობაზე იყო, რა თქმა უნდა, ეს დეპუტატებს არ ეხებოდა, მაგრამ მთლიანად პარლამენტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ რეგლამენტის მიხედვით გაგვაჩნია, ვგულისხმობ დეპუტატებს, როგორც მმართველი გუნდიდან, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებიდან სრულად იქნას გამოყენებული….

რა თქმა უნდა, მაქსიმუმი უნდა გამოვიყენოთ და ამაში ძალიან დიდი როლი პირველ რიგში დეპუტატებს, პოლიტიკურ ჯგუფებს და ფრაქციებს გააჩნიათ, მათ უნდა ჰქონდეთ სურვილი არა ბოიკოტის, არამედ პარლამენტში მუშაობის და ეს იქნება საშუალება ბოლომდე იყოს გამოყენებული ყველა მექანიზმი, რომლის საშუალებასაც გვაძლევს ახალი რეგლამენტი. ბუნებრივია, სტატისტიკა თავისაზე მეტყველებს, ეს არის გაზრდილი რაოდენობა მინისტრების, პრემიერ-მინისტრის მოსმენების, გვინდა ვისურვოთ, რომ ეს უფრო მეტი იყოს და ზუსტად ჩვენ უნდა განვახორციელოთ პარლამენტში”,- ამბობს კუჭავა.