პანკისში ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულები, სავარაუდოდ, კორპუსის აფეთქებას გეგმავდნენ – სკანდალური ფარული ჩანაწერი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვიდეო აუდიო მასალის ნაწილი გაასაჯაროვა, საიდანაც დგინდება, რომ საქართველოს 5 მოქალაქე გაწევრიანდა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში და გეგმავდნენ სირიაში – ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას.

“გაუშვი მანდ გაზი და ყველანი. საქმე უშვებს გაზს და აკეთებს.. ნაპერწკალი, მორჩა ყველაფერი გამოდის იქ. აფეთქება იქნება დიდი და კორპუსი მეტი აღარ იქნება.”

”ერთგულებას ვპირდებით მორწმუნე ამირს და მუსლიმ ხალიფას – შეიხ აბუ იბრაჰიმ აჰ ჰაშიმი ალ ყურეიშის. მომისმინეთ და ნებით, როცა გვესმის და გევცხადება ურწმუნოება, ჩვენ ვიღებთ მტკიცებულებას ღვთისგან. ღმერთი მოწმეა იმისა, რაც ითქვა. ალაჰი უდიდესია” – ამბობს ერთ-ერთი დაკავებული.