პანსიონში მყოფი ბავშვების მხარდამჭერ აქციას ძალადობრივი ჯგუფები კონტრაქციას უწყობენ

პარლამენტთან არასამთავრობო ორგანიზაციები და აქტივისტები ნინოწმინდის პანსიონში მყოფი ბავშვების მხარდასაჭერად აქციას მართავენ. ისინი ითხოვენ, პანსიონში სახალხო დამცველი და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები შეუშვან და გამოიყვანონ ყველა ბავშვი პანსიონიდან. მათივე განცხადებით, დიდი ზომის ბავშვთა სახლები, მათ შორის ნინოწმინდის პანსიონი, უნდა დაიხუროს.
მათ კონტრაქციას უწყობენ გურამ ფალავანდიშვილი და ჰომოფობიურ-ძალადობრივი ჯგუფები. მათგან ერთერთი ბანერის დახევის გამო დააკავეს.

ცნობისთვის, ნინოწმინდის პანსიონში, რომელსაც სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი მართავს და რომელსაც ბავშვებზე ძალადობაში ადანაშაულებენ, 23 ბავშვი რჩება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ცნობით, 2022 წლის აპრილამდე დიდი ბავშვთა სახლები, მათ შორის ნინოწმინდის პანსიონი დაიხურება.