პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას უკვე 13-18 წლის გოგოებსაც გაუკეთებენ უფასოდ

საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) საწინააღმდეგო ვაქცინაციას უკვე 13-18 წლის გოგოებსაც უფასოდ  გაუკეთებენ. ინფორმაციას დაავადებათა ეროვნული ცენტრის იმუნოპროფილაქტიკის სამმართველოს უფროსი ლიკა ჯაბიძე ავრცელებს.

“15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ორჯერადი ვაქცინაცია მინიმუმ 6 თვის ინტერვალით; 15-18 წლის ასაკობრივ ჯგუფში სამჯერადი ვაქცინაცია შემდეგი სქემით: 0 – 2 – 6 თვე.

პირველ და მეორე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე”.

უკვე რამდენიმე წელია, 10, 11 და 12 წლის გოგოებს უფასოდ უკეთებენ აცრას თბილისში, იმერეთსა და აჭარაში. მათ შემთხვევაში აცრა ორდოზიანია და მინიმალური ინტერვალი 6 თვეა.