პარიზში ყოფნისას გიორგი გახარიას პუტინთან შეხვედრა სურდა – სუს-ის ფაილები

სახელმწიფო უშიშროების სამსახურიდან გამოჟონილი ფაილებიდან ირკვევა, რომ  პარიზში ყოფნისას ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა სურდა. უცნობია თუ რა მიზნით აპირებდა გახარია რუსეთის პრეზიდენტთან  შეხვედრას, თუმცა პუტინმა აღნიშნულ შეხვედრაზე უარი განაცხადა.

[04.01.20, 12:20:53] “პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული ურთიერთობების ცენტრის” ხელმძღვანელ დიმიტრი ლორთქიფანიძეს, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა ილია ძოწენიძემ აცნობა, რომ ახლო წარსულში, ქ.პარიზში ყოფნისას საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სურდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა, რაზეც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა. ი.ძოწენიძის თქმით ”ვ.პუტინი გახარიასნაირ პატარა ნაბიჭვრებს არ შეხვდება“. მისივე განმარტებით, გ.გახარიამ „გაუბერა და სუკუთარ თამაშს თამაშობს“.- წერია ფაილებში.

ფაილებში ასევე აღნიშნულია, რომ დაგეგმილ შეხვედრას სატელეფონი საუბრისას დადებითად აფასებენ სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონ აბულაძე და მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა.