“მე მაქვს სტანდარტული რეიტინგი, რაც შეიძლება ჰქონდეს პარლამენტის წარმომადგენელს. ყველა ქვეყანაში, როგორც წესი, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელს აქვს უფრო მაღალი რეიტინგი, ვიდრე საკანონმდებლო ხალისუფლების წარმომადგენლებს. რაც შეეხება პარლამენტის წრეს, პარლამენტარებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი მაქვს მე, მაგრამ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, იგივე კახა კალაძე რომ ავიღოთ, უფრო მაღალი რეიტინგი აქვთ. ჩემი რეიტინგი ორნიშნაა. დაახლოებით 30%-ია. მაშინ, როდესაც კახა კალაძეს აქვს 50%-მდე, რომელიც ყველაზე მაღალია. ითვლება, რომ 30% მაღალი რეიტინგია საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგებლებისთვის”

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პალიტრანიუსის ეთერში.