პარლამენტთან ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

ამ წუთებში პარლამენტთან ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

აქციის ორგანიზატორები სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილია” და “რუსეთი ოკუპანტია” არიან.

შეგახსენებთ, დავით გარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას გამოძიება საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება.