პარლამენტთან, “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე დააკავეს

პარლამენტთან მიმდებარე ტერიტორიაზე, “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე სავარაუდოდ დააკავეს. ჯერ-ჯერობით უცნობია საბა ბუაძე დააკავეს თუ განარიდეს ტერიტორიას.

ბოლო ინფორმაციით, პარლამენტთან აქციაზე 20 პირია დაკავებული – ინფორმაციას ამის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

20-ვე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.