პარლამენტის ბოიკოტირებას განვიხილავთ, თუ პროცესისთვის უკეთესი იქნება – ბუაძე

საბა ბუაძის განცხადებით, “ლელო” აპირებს, პარლამენტში აქტიურად იმუშავოს საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, თუმცა საკონსტიტუციო ორგანოში ყოფნა მათი თვითმიზანი არ არის.

მისივე თქმით, ბოიკოტს განიხილავენ, თუ პოლიტიკური პროცესისთვის ეს უკეთესი იქნება.

“გეგმაზომიერი მუშაობაა აუცილებელი სხვადასხვა მიმართულებით, რათა საზოგადოებას ვაჩვენოთ, რითი ვართ უკეთესი, ვიბრძვით კონკრეტული ღირებულებისთვის და იმისათვის, რომ პოლიტიკაში ჩვენი ყოფნა დაკავშირებული იყოს ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებასთან და მათი სათქმელის თქმასთან, მათ შორის, იმ პლატფორმებზე, რომელიც არჩევნებით მივიღეთ. თუნდაც ძალიან ცუდი და ფალსიფიცირებული არჩევნების საშუალებით. ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ყველა მიმართულებით, ამაში ვხედავ გმოსავალს.

ამიტომაც ჩვენ ვაპირებთ, რომ ძალიან აქტიურად ვიმუშავოთ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. არავის ეგონოს, პარლამენტში ყოფნა ჩვენთვის არის თვითმიზანი. თუ დავინახავთ, რომ პოლიტიკური პროცესისთვის უკეთესია ალტერნატიული გზები, მათ შორის საპარლამენტო ტრიბუნის ბოიკოტირება, აუცილებლად განვიხილავთ ამ შესაძლებლობას, მაგრამ დღევანდელი მოცემულობა აჩვენებს, რომ უნდა ვიბრძოლოთ ყველა მიმართულებით. იმისთვის, რომ ვამხილოთ ხელისუფლება, შევუქმნათ დისკომფორტი ქუჩაშიც, საკრებულოშიც, პარლამენტშიც”,– ამბობს საბა ბუაძე TV პირველის ეთერში.