პარლამენტი შეიკრიბება, წინააღმდეგ შემთხვევაში ციხეში უნდა წავიდნენ – ხიდაშელი ოცნებაზე

ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ქართული ოცნებისთვის მე–10 მოწოვევის პარლამენტის შეკრება პრინციპული საკითხია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას ციხეში მოუწევს წასვლა.

“მე–10 მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება, მე ამაში ეჭვი არ მეპარება, ქართული ოცნებისთვის ეს ყველაფერთან ერთად უპრინციპულესი საკითხია. მეორე დღესვე რომ დაიშალოს ის პარლამენტი, ამ პარლამენტის საკითხი უპრინციპულესი საკითხია, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ყველანი ციხეში უნდა წავიდნენ, სრულიად პირდაპირ რომ ვთქვათ. მაშინ უნდა აღიარონ, რომ არჩევნების შედეგები მოიპარეს და ისეთი ფორმით გააყალბეს, რომ პარლამენტსაც კი ვერ კრებენ. ანუ, რა თქმა უნდა, მეათე მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება”,– ამბობს ხიდაშელი რუსთავი 2–ის ეთერში.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ყველაზე პრაგმატულ გამოსავლად მიაჩნია შუამავლების საშუალებით შეთანხმება, რომ 2021 წელს რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს.