პარლამენტმა მთავრობას კოვიდშეზღუდვების დაწესების უფლება 2022 წლამდე გაუხანგრძლივა

პარლამენტმა მთავრობას კოვიდშეზღუდვების დაწესების უფლება 2022 წლის 1 იანვრამდე გაუხანგრძლივა. პროექტი დღეს დაჩქარებული წესით განიხილეს პლენარულ სხდომაზე.

მთავრობისთვის შეზღუდვების ერთპიროვნულად დაწესების უფლება უკვე მეორედ უხანგრძლივდება. ეს უფლება პარლამენტმა მთავრობას 2020 წლის მაისის ბოლოს მიანიჭა. 2020 წლის დეკემბერში უფლებამოსილება 6 თვით გაუხანგრძლივა, რაც 1 ივლისს იწურება.