პარლამენტში რომ შევიდე, ქოცი გავხდები, ჩემს თვალში ბანძი ვიქნები – მეგრელიშვილი

გირჩის ლიდერი ვახო მეგრელიშვილი ამბობს, რომ თუ პარლამენტში შევა, მისი წარმოდგენით, “ბანძი” და “ქოცი” იქნება.

“ჩვენ რევოლუცია გვინდოდა. ანუ, ისეთ სურათში, რა სურათიც ჩამოყალიბდა, რომ ვხედავთ, მოლაპარაკებებს აზრი აღარ აქვს. ხალხს იქ არ უნდა მოლაპარაკება კონკრეტულად, თორემ მოლაპარაკებების უთვალავი შესაძლებლობაა. […]

იქ [პარლამენტში] რომ შევიდე, მე ხომ ქოცი გავხდები ჩვეულებრივი? ჩემს თვალში ბანძი ვიქნები, იმიტომ რომ ეს პარლამენტი არ არის. ისეთი სიტუაცია შექმენით თქვენ [ქართულმა ოცნებამ], რომ თუ არ გაყალბებულა, მართლა, მართლა დაგერწმუნებინათ ეს ადამიანები, საზოგადოება. ის ციფრებიც კი რაც მოყვანილია, ეს იმას ნიშნავს რომ ესაა პროპაგანდის ერთმანეთთან ბრძოლა”,– თქვა მეგრელიშვილმა POSTV–ის ეთერში.