“განხეთქილებაზე როცა არის ლაპარაკი ოპოზიციაში, როდის იყო ოპოზიცია ერთიანი?! არ ყოფილა არასდროს – თემატურ ერთობებს აფიქსირებდა ყოველთვის. თემატური ერთობა არ არის მდგრადი, არ არის საინტერესო ჩვენი ამომრჩევლისთვის, ქართველი ამომრჩევლის შეკვეთა არ არის მრავალფეროვნება და განსხვავებული მოსაზრებები ამ შემთხვევაში. თუ დაუკვირდებით, ოპოზიციის წარმომადგენლები სულ ამას უსვამენ ხაზს, რომ ჩვენ განსხვავებულები ვართ, არა ვართ ერთ ჭკუაზე, ერთ აზრზე და მოქალაქე, რომელიც ამას უსმენს, ის უკმაყოფილო რჩება, რადგან შეკვეთა არის მონოლოთის, ძლიერი ერთობის, სადაც რა თქმა უნდა, განსხვავებული ტიპისა და მიმართულებების…

რადიკალური ნაბიჯი უნდა გადადგას ოპოზიციამ, მან შეუძლებელი უნდა შეძლოს, მე ვამბობ, რომ პარტიები უნდა დაშალონ, ან გადაწიონ უკან და შეიქმნას ერთი დიდი მოძრაობა”

ამბობს ოპოზიციის წევრი, გუბაზ სანიკიძე TV პირველის ეთერში.