“მე დარღვეული მაქვს ბოიკოტი, მე არ ვიზიარებ ბოიკოტის პოზიციას, მე მაქვს აზრთა სხვადასხვაობა ჩემს კოლეგებთან და მათ შორის გუშინაც მქონდა საკმაოდ მძიმე საუბრები. ვფიქრობ, რომ ეს ჩემი პოზიცია არის სწორი. ნებისმიერი გადაწყვეტილება იქნება პირადად ჩემს მიერ გაჟღერებული.

[ენმ-ს დატოვებაზე] ნაფიქრი მაქვს. ნაფიქრი მაქვს იმ კონტექსტში, რომ ბოიკოტი არ მიმაჩნია გზად, ამიტომ, ვნახოთ, შევხედოთ როგორ გაგრძელდება”.

აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და საპარლამენტო ფრაქციის ყოფილი თავმჯდომარე.