უცხოელი პარტნიორების პოზიციაა, რომ 43%-იანი პრინციპი ძალაშია – მელია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას განცხადებით, “43%-იანი რეფერენდუმი ძალაშია”

“ვინმეს, მათ შორის, ქართულ ოცნებაში, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ 2 ოქტომბერს 43%-იან ზღვარს ახლოსაც ვერ მიუახლოვდება ქართული ოცნება და არ დანიშნავს ვადამდელ არჩევნებს, რა იქნება 3 ოქტომბერს?” – თქვა მან ფორმულას ეთერში.

მელიას თქმით, პარტნიორების პოზიციაც არის, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-იანი პრინციპი ძალაშია.

“ჩვენ ვიცით ჩვენი უცხოელი პარტნიორების პოზიცია, რომ 43%-იანი პრინციპი არის ძალაში. 115-მა დეპუტატმა მოაწერა ხელი ამ დოკუმენტს. შეთანხმება გაფორმდა. 2 კვირის წინ სიამოვნებით ამბობდნენ, რომ ნაციონალური მოძრაობა თამაშ გარეთ დარჩა, უხაროდა, ხელებს იფშვნეტდა ქართული ოცნება – ყველა პარტიამ მოაწერა ხელი დოკუმენტს, ნაციონალური მოძრაობა თამაშ გარეთაა, რა კარგია განადგურდებიან, მოისპობიან, აღარ იარსებებენ. დღეს, თურმე, კვლავაც აქტუალურია ნაციონალური მოძრაობა და ჩვენი ხელმოწერა რომ არ არის დოკუმენტზე, ეს ყოფილა პრობლემა”,– განაცხადა ნიკა მელიამ.

შეთანხმების ანულირების შემდეგ ქართული ოცნება აცხადებს, რომ თავად გადაწყვეტენ, როდის და რა შემთხვევაში ჩაატარებენ რიგგარეშე არჩევნებს.