პატივი უნდა ვცეთ ამომრჩევლის ნებას – თამარ ჟვანია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისისების წამომადგენლებს შეხვდა.

“ცენტრალური საარჩევნო კომისია ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბოლომდე მივიყვანოთ საარჩევნო პროცესი, ბოლომდე მივიყვანოთ მათ შორის შედეგების დაკორექტირება და ოფიციალურ მონაცემებში ასახვა. რაც ყველაზე მთავარია, არ შეიძლება, ორ მილიონ ამომრჩეველს დავუკარგოთ ის სურვილი და მონაწილეობა, რომელმაც ამხელა ლეგიტიმაცია მისცა ამ არჩევნებს. ძალიან მაღალი იყო აქტივობა პანდემიის პირობებში, რაც ძალიან ბევრ ქვეყანას გაუჭირდა ასეთ რთულ ვითარებაში. ჩვენმა მოქალაქეებმა მაღალი პასუხისმგებლობით გამოხატეს საკუთარი აზრი არჩევნებზე. ამიტომ ყველამ ერთად ხელი უნდა შევუწყოთ და პატივი ვცეთ მათ მიერ დაფიქსირებულ ნებას”, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.